2021-01-11 15:51:58, 511 ნახვა
სამართალი
მამის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
მამის მკვლელობისთვის ბრალდებულს დღეს ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ბრალი წარუდგინეს.
მისი აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან