2021-01-10 16:49:36, 969 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში თოვლისგან წარმოქმნილი უამინდობის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში თოვლისგან წარმოქმნილი უამინდობის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას, "როიტერსი" ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ძლიერი თოვის დროს 2 ადამიანი რომლებიც ავტომობილში იმყოფებოდნენ ადიდებულ მდინარეს ემსხვერპლა.
გამოცემის ცნობით, კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობდნენ, ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ემსხვერპლნენ.
სიმოპტიკოსები უამინდობას მომავალ კვირაშიც პროგნოზირებენ.
"გასაოცარია მსგავსი რამ არასდროს გვინახავს", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, 30 წლის მარკოსი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,