07:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-10 14:28:44, 1043 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებულ გაგრაში კვლავ ხანძარია - წვიმამ ცეცხლის გავრცელება ვერ შეაჩერა

ოკუპირებულ გაგრაში წვიმამ ხანძარი ვერ შეაჩერა და ცეცხლი ისევ განაგრძობს გავრცელებას, -  ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზური მედია,  გაგრის სახანძრო-სამაშველო ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გაგრის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავიდ ბგანბამ განაცხადა, ცეცხლი განაგრძობს გავრცელებას. ამავე დროს, დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.

„ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეები მორიგეობენ“, - განაცხადა ბგანბამ.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ოკუპირებილ გაგრაში ძლიერი ხანძარია, რომლის ლოკალიზებაც ვერ ხერხდება.

მედიაში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ცეცხლი დასახლებულ ადგილებს უახლოვდება.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დახმარება შესთავაზეს და პასუხის მიღებისთანავე ჩაერთვებიან ხანძრის ქრობის პროცესში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics