2021-01-09 17:36:34, 697 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებული თვითმფრინავის ბორტზე, სავარაუდოდ, 62 ადამიანი იმყოფებდა
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტიდან აფრენის შემდეგ დაკარგულ სამგზავრო თვითმფრინავში, სავარაუდოდ, 62 ადამიანი იმყოფებოდა, - აღნიშნულ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
როგორც ინდონეზიის სახელმწიფოს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, ბორტზე მყოფი 62 მგზავრიდან, 6 ეკიპაჟის წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ინდონეზიაში რადარებიდან თვითმფრინავი გაუჩინარდა, რომლის ნამსხვრევებიც ზღვაში იპოვეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან