07:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-08 19:32:01, 601 ნახვა

საზოგადოება
რაჭაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

რაჭაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, უწყვეტი სამუშაოების შედეგად რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ხანძრის ღია კერა აღარ არის. ამბროლაურში, სოფელ აბარში და ონში, სოფელ ონწევი ჭოლას მიმართულებაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ მიმართულებით მეხანძრე-მაშველებთან ერად მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ხანძრის 4 კერაა დარჩენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, მათგან სამი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ერთზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია წალენჯიხაში, სოფელ სქურში არსებულ ორ კერაზე და სოფელ ფახულანში. ხოლო სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

ასევე ლოკალიზებულია ხანძარი, შიდა ქართლშიც. კასპში, რკონის ხეობაში წყლის მაგისტრალები მიყვანილია ხანძრის კერებამდე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

500 მეხანძრე-მაშველი დარჩენილ კერებს სრულად აკონტროლებენ. ღამის განმავლობაში გაგრძელდება აღნიშნული კერების მონიტორინგი, აქტიური სამუშაოები კი გათენებისთანავე განახლდება.  მოსახლეობას საფრთხე, არც ერთ კერაზე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში არავინ დაშავებულა.

4 იანვრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძრის 265 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 255 ლიკვიდირებულია 4 ლოკალიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics