2021-01-08 18:31:31, 903 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების გამო ლონდონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
მერის გაცნხადებით, შემთხვევების მატების სისწრაფის გამო, საავადმყოფოები გადატვირთვის რისკის ქვეშაა.
„თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ჩვენი ეროვნული ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება“, – განაცხადა სადიქ ამან ხანმა.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 მილიონს აღწევს. აქედან 78 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,