2021-01-05 16:13:45, 723 ნახვა
სამართალი
დუშეთში, წყლით სავსე თხრილში, შუა ხნის ქალის ცხედარი იპოვეს
დუშეთის მუნიციპალიტეტ სოფელ არაგვისპირში, წყლით სავსე თხრილში, შუა ხნის ქალის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა, საიდანაც ორი დღის წინ გაუჩინარდა.
ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ცხედარი თბილისში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,