10:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-31 14:56:01, 899 ნახვა

საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვისთვის „მთავარი არხი“ გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და „მთავარ არხს" მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება მისცა.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ „მთავარმა არხმა" პარტია „ქართულ ოცნებას" მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

„ „მთავარი არხი" ინფორმირებული იყო, რა პერიოდიდან და რა პრინციპით უნდა განეთავსებინა უფასო პოლიტიკური რეკლამა მეორე ტურის დროს. ამის შესახებ მაუწყებელს კომუნიკაციების კომისიამ შეტყობინება 3 ნოემბერს გაუგზავნა და შეახსენა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. მეორე წერილი კი მაუწყებლებს 16 ნოემბერს გაეგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მაუწყებელს ორჯერ შეახსენა ვალდებულება, „მთავარმა არხმა" აღნიშნული არ გაითვალისწინა. არხმა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 761 მუხლის 21-ე პუნქტი დაარღვია.

კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ „მთავარ არხს" ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა არ ჩაუდენია და მაუწყებელს წერილობითი გაფრთხილება მისცა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics