17:56 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 11:37:11, 691 ნახვა

კომენტარი
თეა ახვლედიანი - რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ინტენსიური ნაბიჯები შერიგების პროცესის წინააღმდეგაა მიმართული

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ინტენსიური ნაბიჯები შერიგების პროცესის წინააღმდეგაა მიმართული.

როგორც მან წლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია, რომლის შედეგია ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო გართულდა პანდემიის პირობებში.

„ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და ეთნიკურ დისკრიმინაციასთან ერთად, თავისუფალი  გადაადგილების უპრეცედენტო შეზღუდვამ მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოაქცია და შექმნა ჰუმანიტარული კრიზისი; ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგორის რაიონი. პანდემიის დროსაც კი, არ შეწყვეტილა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ადამიანების უკანონო დაკავებები, რის შედეგადაც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ირაკლი ბებუა, ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი. ამასთან, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ინტენსიური ნაბიჯები, ასევე მიმართულია შერიგების წინააღმდეგ და უკიდურესად ართულებს ჩვენს ძალისხმევას განვავითაროთ ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან.

საქართველოს ხელისუფლება, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, განაგრძობს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა აღიკვეთოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო დეკემბრის რაუნდზე, მთელი სიმწვავით იქნა დაყენებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარება, რუსეთის მიერ ფაქტიური ანექსიის პროცესის გააქტიურებასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც არაერთხელ გაცხადდა საქართველოს მთავრობის მიერ, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს, არაღიარების ძალისხმევის პარალელურად და ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, წარმოადგენს ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება“, -  განაცხადა თეა ახვლედიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics