12:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 17:53:11, 596 ნახვა

საზოგადოება
ივანე მაჭავარიანი - კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი თანხები ბიუჯეტში უკვე ასახულია.

„მთავრობა მზადაა დაასუბსიდიროს დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა, 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. ეს, პრაქტიკლულად, მოიცავს ოჯახების 90-95 პროცენტს.  გარდა ამისა, ბიზნესის სექტორში ჩვენ გამოვყავით კვების მრეწველობა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი და ვაპირებთ დავასუბსიდიროთ  50% მთელი წლის განმავლობაში. პანდემიის კონტექსტში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის  იმ პაკეტის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2020 წლის გაზაფხულზე შევიმუშავეთ და ასევე, ავამოქმედეთ მეორე ტალღის დროს 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია წყლის ტარიფი, რომელიც ნომინალურ გამოხატულებაში  მცირედით იზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებიც არიან 70 ათას სარეიტინგო ქულამდე, მათთვის ეს მაინც მტკივნეულია, ამიტომ ვაპირებთ მათაც შევეხიდოთ (ეს ეხება თბილისს, რუსთავსა და მცხეთას). ეს ის მაქსიმუმია, რაც დღეს საქართველოს ბიუჯეტს შეუძლია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics