12:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 14:48:47, 503 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ კამპანიამ - „გააგზავნე საქართველო ფოსტით“ ოთხი კონტინეტი და 38 ქვეყანა მოიცვა

საქართველოს ფოსტის კამპანიამ - „გააგზავნე საქართველო ფოსტით“, ოთხი კონტინენტი მოიცვა და უამრავ საქართველოს მონატრებულ ადამიანს გაუხარა გული. 

მსოფლიო პანდემიის მიუხედავად საქართველოს ფოსტამ შეძლო ზედმიწევნით შეესრულებინა მისი მისია და გაეხადა ურთიერთობა ხელშესახები. ამასთანავე, კიდევ ერთხელ შეახსენეს დანარჩენ მსოფლიოს ქართული სტუმარ-მასპინძლობის შესახებ.

კამპანიის კრეატიული იდეა სარეკლამო კომპანია „რედბერის“ ეკუთვნის. 

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა georgiabypost.com, სადაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ან საქართველოს მონატრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოკლე ვიდეოებს გვიზიარებენ და სტუმარ-მასპინძლობას მოწყურებულ ქართველებს გვიყვებიან ყველაზე მეტად რა უყვართ, აინტერესებთ ან ენატრებათ საქართველოში. ხოლო ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ჩანაწერები ხილვა, ადრესატების არჩევა და მათ ინტერესებზე მორგებული, ამანათში ჩატეული საქართველოს გაგზავნა. 

იმისთვის რომ პლატფორმაზე მოგვეზიდა საქართველოთი დაინტერესებული უცხოელები, შევქმენით პრინტ-კამპანია - „მიიღე საქართველო ფოსტით” (Get Georgia by Post). ულამაზეს ვიზუალებში ვეცადეთ წარმოგვეჩინა ქართული კულტურა, ხელოვნება, მუსიკა და სხვა ღირშესანიშნაობები. 

კამპანიის შესახებ ვრცელი სტატია - „Georgian Post delivers gift boxes full of the nation’s famous hospitality“, გამოაქვეყნა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ონლაინ სამოგზაურო გამოცემა „Lonely Planet”-მა, კამპანიას ასევე მხარს უჭერდა ფეისბუქ ჯგუფი „Spend 4 seasons in Georgia“. შედეგმაც არ დააყოვნა და პლატფორმაზე დაიწყო ძალიან მრავალფეროვანი, თბილი ვიდეო-მიმართვების განთავსება.

შემდეგ ჯერი უკვე მასპინძლებზე იყო, ქართველებს უბრალოდ ვანახეთ ჩვენი საინტერესო „სტუმრების“ ვიდეო-მიმართვები და უამრავი ადამიანი ჩაერთო კამპანიაში. 

მასპინძლების ამანათები მსოფლიოს 4 კონტინეტის, 38 ქვეყანაში გაიგზავნა, რაც მთავარია არც ერთი „სტუმარი“ არ დარჩენილა უსაჩუქროდ. ბევრმა უცხოელმა ახალი რამ აღმოაჩინა საქართველოში, ზოგმა მიიღო ის რაც ძალიან ენატრებოდა (ჩურჩხელები, ღვინო, ქართული ორნამენტებით დამშვენებული ნივთები და სხვა), გაიცა ბევრი დაპირება და მოპატიჟება, ქართველებს ყოველთვის გვსიამოვნებს სტუმრების მიღება და მათი გაკვირვება ჩვენებური მასპინძლობით. 

"საქართველოს ფოსტამ" კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, თუ რა ჯადოსნური ძალის მატარებელია თუნდაც მცირე საფოსტო გზავნილი და როგორც ქართული სტუმართმოყვარეობისთვის, ასევე „საქართველოს ფოსტის“ შესაძლებლობებისთვის დახურული საზღვრები, პანდემია და სხვა გარემო პირობები ვერ შექნის ბარიერს და ყველგან მიიტანს თქვენ ამანათებს, სადაც მოისურვებთ!





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics