14:12 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 12:59:21, 741 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანის განმარტებით, მომდევნო წელს ვალი დაახლოებით, 2 მილიარდ 479 მილიონი ლარით გაიზრდება

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რომ მომდევნო წელს ვალი რეალურად, არა 5 მილიარდ 279 მილიონით, არამედ დაახლოებით, 2 მილიარდ 479 მილიონი ლარით იზრდება.

მისი თქმით, მომდევნო წელს საერთაშორისო პარტნიორებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით, ქვეყანა მიიღებს 2 მილიარდ 178 მილიონ ლარს, საინვესტიციო კრედიტების სახით, მილიარდ 451 მილიონ ლარს, ამავდროულად, დაიფარება გასულ წლებში აღებული ვალები მილიარდ 110 მილიონი ლარის ოდენობით.

როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წელს არ ხდება არც საშინაო ვალის წმინდა ზრდა.

„ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად მიღებული რესურსი მოხმარდება წინა წლების ფასიანი ქაღალდების დაფარვას. შედეგად, ჯამურად განხორციელდება არა ვალის ზრდა, არამედ მისი დაფარვა 40 მილიონი ლარის ოდენობით. ანალოგიური მდგომარეობაა ევრობონდების შემთხვევაშიც. მომდევნო წელს განხორციელდება 500 მილიონი დოლარის ევრობონდების გამოშვება, რაც მილიარდ 650 მილიონი ლარია და ამ თანხით განხორციელდება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics