12:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 12:14:22, 638 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს.

მისი თქმით, მომდევნო ერთი წელი პოსტკრიზისული და მძიმე იქნება.

„ტარიფის სუბსიდირება მოხდება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში იმიტომ, რომ ეს აისახება ერთი წლის ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, ერთ წლიანი გეგმა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ასევე, შეგახსენებთ, რომ შემდეგი ერთი წელი იქნება პოსტკრიზისული წელი, ყველაზე მძიმე, როდესაც ნამდვილად სწორი და გამართლებულია იმ შეზღუდული ბიუჯეტიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ისედაც დატვირთულია სოციალური პროგრამებით, ჩვენ გამოვნახოთ თანხები იმისთვის, რომ მოხდეს დამატებითი წნეხის თავიდან აცილება მოსახლეობისთვის.

წყალს რაც შეეხება, ეს მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. სამწუხაროდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობას არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება გაიზარდოს. ვითარება არის საკმაოდ რთული და ამას ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში. ჩვენი ამოცანა და ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული დამატებითი დანახარჯები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics