12:20 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 10:10:00, 429 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნული პარკები ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია

საქართველოში ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში - Welcome to Georgia! ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულმა პარკებმა ტიტული „ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“ მოიპოვეს.

წელს, ჯილდოს მისაღებად, კონკურსში 11 დაცული ტერიტორია იყო ჩართული. ონლაინ ხმის მიცემის შედეგად, გამოვლინდნენ ფინალისტები: კოლხეთის, ვაშლოვანის, მტირალას, მარტვილისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. გამარჯვებულები საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდიმ აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსები, როგორიც ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაა, ხელს უწყობს ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებლის განცხადებით,  წელს, პირველად, კონკურსი სახეცვლილი ფორმატით ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოტივაციის ამაღლება. სწორედ ამიტომ დასახელდა ორი გამარჯვებული, რაც ხელს შეუწყობს ამ უნიკალური ეროვნული პარკების ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას.  

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics