2020-12-28 20:25:56, 686 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - მთავარი ამოცანაა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელს უწყობდეს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში თანაცხოვრებას
„2020 წელს სააგენტოს მიერ უწყვეტად გაგრძელდა ბენეფიციარებისთვის განსაზღვრული სერვისების მიწოდება“- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, 2020 წელს ბიოლოგიურ ოჯახში 100-ზე მეტი ბავშვი დაბრუნდა.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ წელს განხორციელდა 100-ზე მეტი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ყოველი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელს უწყობდეს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში თანაცხოვრებასა და სრულფასოვან განვითარებას“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),