|
2020-12-28 18:35:58, 786 ნახვა
კომენტარი
ბექა ლილუაშვილი - 2021 წლის ბიუჯეტიდან ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის 1.4 მილიარდ ლარზე მეტი რესურსი დაიხარჯება
„ანტიკრიზისული პროგრამის მეოთხე ეტაპზე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისთვის, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები დარეგისტრირდება“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 2021 წლის ბიუჯეტით ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის 1.4 მილიარდ ლარზე მეტი რესურსი დაიხარჯება. „გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის ზრუნვასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიზანი პანდემიის შედეგად ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზაციაა. ამ პროცესში ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა და მათთვის სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება. სწორედ ამ მიზნის ფარგლებში ანტიკრიზისულ ღონისძიებებს ეტაპობრივად ვახორციელებთ, რომელიც 4 ეტაპად ტარდება. მიმდინარე წლის განმავლობაში ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით 2.8 მილიარდი ლარი დაიხარჯა და აღნიშნული თანხა სხვადასხვა საკომპენსაციო ღონისძიებებს მოხმარდა. ზუსტად იგივე სულისკვეთებაა ასახული 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, სადაც ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით 1.4 მილიარდ ლარზე მეტი რესურსის დახარჯვა არის გათვალისწინებული. ამ ღონისძიებების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, შესაბამისად, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილება ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ეტაპზე დაგეგმილი სხვადასხვა სახის ბიზნესის მხარდაჭერილისთვის საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც კერძო სექტორისთვის და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საგადასახო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, რათა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ზეწოლა და წნეხი მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეების დასაქმების სწრაფად აღდგენას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებს ის კონკრეტული ინიციატივები გააცნო, რომლებიც ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. საუბარია როგორც გარკვეული ოდენობის ხელფასის მქონე პირების საშემოსავლო გადასახადების საკითხებზე, ასევე საიჯარო და სალიზინგო ხელშეკრულებების დღგ-ს დაბეგვრასა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე. მისივე განცხადებით, ცვლილებები საბაჟო და საგადასახადო პროცედურების გამარტივების კუთხითაც განხორციელდება.
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)