15:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 14:33:56, 462 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი - ხშირად, სხვა კონტინენტიდან საქონლის გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მყოფი მაღაზიიდან

პოსტკოვიდური ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში სხვა კონტინენტიდან ნებისმიერი საქონლის ინტერნეტით გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მყოფი მაღაზიიდან.

„უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა. პოსტკოვიდური ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ საქართველოში სხვა კონტინენტიდან ნებისმიერი საქონლის ინტერნეტით გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მყოფი მაღაზიიდან. ამიტომ, ყველაფერი უნდა გადავახალისოთ როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა. თითოეული ჩვენგანის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში კეთილდღეობის მიღწევა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენ ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, აგრეთვე ეკონომიკურს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics