19:27 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-27 17:12:46, 646 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - თუ რაციონალურ დროს დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიცია პარლამენტში შევა

„თუ რაციონალურ დროს დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიცია პარლამენტში შევა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებს.

„ოპტიმიზმს, როგორც წესი, აქვს ორი საფუძველი – რაციონალური საფუძველი ან სიბრიყვე. მე ვფიქრობ, რომ თალაკვაძის შემთხვევაში ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე.

თუთიყუშებივით ერთსა და იმავეს იმეორებენ, სიტუაცია არ იცვლება, ჩვენი მოთხოვნები მათ იციან და ჯობია, შეეგუოს ბატონი თალაკვაძე ერთ რამეს, რომ ვიდრე ოპოზიცია შევა მაგ პარლამენტში, მისი თავმჯდომარეობა უფრო მოკლე იქნება, ვიდრე ოპოზიციის იქ ყოფნა.

ოპოზიცია ერთადერთ შემთხვევაში შევა პარლამენტში, თუ რაციონალურ დროს დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და ჩატარდება სრულმასშტაბიანი საარჩევნო რეფორმა.

ამის გარეშე ეს არის უბრალოდ ჟურნალისტებისთვის სატყუარა, რომ ამ თემაზე ისაუბრონ. მე ვპირდები მას, რამდენ ტყუილს იტყვიან, მკვახე შეურაცხმყოფელ პასუხსაც მიიღებს.

მე ვთვლი, რომ ისინი ამით შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ მოქალაქეებს, ამიტომ ვთვლი ჩემს მოვალეობად, რომ ხალხის შეურაცხყოფას მე მივაყენო შეურაცხყოფა, ამიტომ უნდა უციდეს ბატონმა კობზონმა და მეორე ფუფლომ, რომელსაც თუ უნდოდა ყოფილიყო ოპოზიცია, რატომ არ გადაიპარსა ის თმები?

იმიტომ, რომ გაფუფლოვდა, ამიტომ რამდენი ასე იქნება, იმდენჯერ ასეთ პაუხს მიიღებს, რადგან ეს გათვლილია, რომ ამ თემაზე იბაქიბუქონ, ივანიშვილს აბარებენ ამით აჩოტს და პასუხსაც მოისმენს ივანიშვილი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics