15:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 17:55:54, 533 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: 2021 წელს ჩვენ გვექნება მონეტარული რყევები, ამისთვის ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს

„გველის გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკები და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით რთული წლები.  პანდემიამდელ მასშტაბებს ეკონომიკები უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მისი თქმით 2021 წელს  იქნება  გაზრდილი რისკები და მონეტარული რყევები, რისთვისაც  ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს. „წელს ეროვნულმა ბანკმა 850   მილიონ  დოლარზე მეტი  ინტერვენციები  განახორციელა ბაზარზე, მომავალ წელსაც მოუწევს მნიშვნელოვანი ინტერვენციების გაკეთება. სავარაუდოდ მოუწევს პოლიტიკის გამკაცრებაც, თუმცა ჩემი აზრით,  ინფლაცის 3%-იან ნიშნულთან მოახლოება 2021წლის ბოლოს საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარალამენტო ტრიბუნიდან და ეროვნულ ბანკს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics