23:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 17:42:43, 569 ნახვა

პოლიტიკა
როგორ შეცდომაც არ უნდა მოსვლოდა ISFED-ს, რეაქცია მეტყველებს, რა ტიპის რეჟიმთანაც გვაქვს საქმე - ბოკერია კობახიძეზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება ISFED - თან დაკავშირებით.

ბოკერიას თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება დამახასითებელია ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმებისათვის, როდესაც ცდილობ, რომ ყველანაირი სიტუაცია გამოიყენო სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისათვის.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ამგვარი რეაქცია მეტყველებს, თუ რა ტიპის რეჟიმთანაა საქმე, როდესაც ხელისუფლებას ამგვარი შეცდომის გამოყენება სურს მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისათვის.

„ეს არის დამახასიათებელი ყველა ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმისათვის, რომ ყველა ვითარების გამოყენებას ცდილობ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისათვის, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, როგორიც სამართლიანი არჩევნებია.

როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ, ეს რეაქცია თვითონ მეტყველებს, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ერთია შეცდომა დე მეორეა, როცა არის ხელისუფლება, რომელსაც ამ შეცდომის გამოყენება უნდა რეალურად მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისათვის.“ - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics