15:39 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 10:49:00, 397 ნახვა

საზოგადოება
პანდემიამ მოგვცა საშუალება, გავიგოთ უფრო ღრმად, თუ რას ნიშნავს შობა - ჯუზეპე პაზოტომ ახალგაზრდებს შობა მიულოცა

ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ახალგაზრდებს შობის დღესასწაული მიულოცა.

როგორც ვიდეომიმართვაში პაზოტო აღნიშნავს, პანდემიამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა მოგვცა საშუალება, გავიგოთ უფრო ღრმად, თუ რას ნიშნავს შობა.

"ძვირფასო ახალგაზრდებო! მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს გულში უკვე არის ბევრი სიხარული, თუმცა ზოგი ამბობთ, რატომ არ არის ღამე წირვა, რატომ არ ვართ ამჟამად ბევრნი ეკლესიაში, როგორც ადრე, რატომ ვართ ახლა 8 საათზე სახლში, მაგრამ ეს პანდემიაა და ამ გადაწყვეტილებებმა მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ გავიგოთ უფრო ღრმად, თუ რას ნიშნავს შობა. ეს არის ის საჩუქარი, რომელმაც ღმერთმა გვაჩუქა ამ წელიწადში.​ რაკი არ გვაქვს სხვა საშუალებები, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რას ნიშნავს იესო დაიბადა და ეს არის ყველაზე დიდი გაცხადება ადამიანისთვის. მე ვამბობ არა მარტო ქრისტიანებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის, ვინაიდან იესო გახდა ადამიანი. ამიტომ ჩართული არის ყოველი ადამიანი ამ გამოცხადებაში და გისურვებთ, რომ თქვენ თქვენი ადამიანების მსახურება, თქვენი ადამიანების მიმართ პატივისცემა იყოს და თქვენ გაიგოთ, რომ ეს არის ღმერთის პატივისცემა და ღმერთის მსახურება. გისურვებთ სიხარულს და გისურვებთ, რომ ეს სიხარული მოვიდეს, ამოვიდეს ამ საიდუმლოსგან.  კარგ შობას გისურვებთ", - განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics