|
2020-12-24 15:29:12, 625 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით
„ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით. ეს ის გუნდია, რომელიც მთავრობის პროგრამის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში. წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მოიცავს ქვეყნის ყველა ასპექტს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეონის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამაში აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებასა და განვითარებაზე, რათა, პოსტპანდემიურ პერიოდში, პანდემიით გამოწვეული კრიზისი სწრაფად დავძლიოთ; ყურადღება დაეთმო სოციალურ ასპექტს, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფას, რაც პირდაპირ ბმაშია ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან. აქცენტი გაკეთდა ადამიანების შესაძლებლობების რეალიზებაზე, იმისათვის, რომ შევქმნათ ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა და დაწყებული რეფორმები, რომლებიც, ქვეყანაში ადამიანის თავისუფლების კუთხით ხორციელდება, გაგრძელდეს. გაკეთდა აქცენტები საერთაშორისო ურთიერთობებზე, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით; ასევე, უსაფრთხოების საკითხებზე და გარემოს დაცვაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)