|
2020-12-24 12:53:25, 689 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებული წინადადებები არაადეკვატურია
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებული წინადადებები არაადეკვატურია. სამადაშვილის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური გარემოს შეცვლისთვის მოლაპარაკებებზე წავა, ოპოზიციის მხრიდანაც სრული მზადყოფნა იქნება. „მისი ყველა სხვა გზავნილი, რომელიც იყო როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული ემსახურება სწორედ იმ შეთანხმების მიღწევას, რომელიც აღადგენს ქვეყანაში ნდობას არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესის მიმართ. იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან დავინახავთ პოლიტიკურ მზადყოფნას იმისთვის, რომ ჩვენ სწორად განვახორციელოთ ის ამოცანა, რაზე აშშ-ს ელჩი საუბრობს, შევცვალოთ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო და აღვადგინოთ ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ, ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ. მაგრამ დღეს რა წინადადებაც დევს მაგიდაზე ხელისუფლების მხრიდან სრულიად არაადეკვატურია“, - განაცხადა სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)