23:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 18:27:37, 606 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის სახალხო პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ დიალოგს დაუბრუნდეს

ევროპის სახალხო პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ დიალოგს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ EPP „ტვიტერზე“ წერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, EPP მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივით შეშფოთებულია.

„ევროპის სახალხო პარტია ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი.

მოვუწოდებთ საქართველოს, რომ ევროკავშირის მიერ აღიარებული ღირებულებებისკენ სვლა გააგრძელოს და ნაცვლად ოპოზიციისთვის დემოკრატიული უფლების შეზღუდვისა, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს და მოძებნოს კომპრომისული გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს“, - ვკითხულობთ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics