|
2020-12-22 17:10:20, 551 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე
„თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე“, - აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, აქტიურად სრულდება 3-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მდგრადი საბრძოლო მზადყოფნის და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციის თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)