|
2020-12-22 15:02:18, 566 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ProductTank Tbilisi ბრუნდება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გლობალური შეხვედრების სერია პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ - ProductTank – 23 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათიდან კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება. ღონისძიების სერიას Tbilisi Startup Bureau უკვე 2 წელია სისტემატიურად მასპინძლობს და ამ დროის მანძილზე მუდმივად მზარდი პროდუქტ ქომუნითი ახლა უკვე 1700 ადამიანს შეადგენს. 23 დეკემბრის კონფერენციაზე გაიმართება ასევე პანელური დისკუსიები. ამ შეხვედრის თემა პრიორიტეტიზაციაა და თემის შესახებ ისაუბრებენ სპიკერები: სოფიო გაჩეჩილაძე და ზურა ფაჩოშვილი. სოფიო გაჩეჩილაძე აჭარაბეთის UX თრაიბის ლიდერია. მისი თემა, სათაურით „დაუნდობელი პრიორიტეტიზაცია“ შეეხება იმას, თუ როგორ ვანიჭებთ პრიორიტეტს სხვადასხვა ფუნქციონალის განვითარებას და რა ასპექტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება პრიორიტეტიზაციის პროცესში. ის გაგვიზიარებს აჭარაბეთის პროდუქტის გუნდის მიერ შემუშავებულ ინსტრუმენტებსა და შაბლონებს პრიორიტეტიზაციის გასაუმჯობესებლად. ზურა ფაჩოშვილი ANATOMY 16-ის თანადამფუძნებელია. ის ისაუბრებს პრიორიტეტებზე MVP-ის გარშემო, მოგვიყვება, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება MVP-ის დადგენამდე და როგორ ავარჩიოთ MVP. ღონისძიებას კი მოდერაციას გაუწევს WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნოდო ივანიძე. კონფერენცია გაიმართება Zoom პლატფორმის დახმარებით და პარალელურად მოხდება მისი ლაივ სტრიმი Facebook-ზე. გამოსვლების შემდეგ კი ზემოთხსენებული პლატფორმებიდან შეხვედრა, უშუალოდ ვირტუალური ნეთვორქინგისათვის შექმნილ პლატფორმა Wonder-ზე გადაინაცვლებს. შეხვედრაზე დასწრება ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცა საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/275197175/
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)