22:16 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 12:44:02, 456 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - სტრატეგიულ სახელმწიფო საწარმოებში, რომელთა განკერძოება არ იგეგმება, უფრო მეტი კორპორატიზაცია მოხდება

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს საწარმოების კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას, კომერციული მიზნების პრიორიტეტიზაციასა და სტრატეგიულ მიზნებსა და საწარმოთა ფლობის რაციონალურობას.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, იმ სტრატეგიულ სახელმწიფო საწარმოებში, რომელთა განკერძოება არ იგეგმება, მიმდინარე რეფორმის შედეგად, მოხდება უფრო მეტი კორპორატიზაცია, ცივილური მეთოდებით მართვა, მენეჯმენტის სისტემის უფრო გამჭვირვალედ ჩამოყალიბება. საბოლოო ჯამში, ისაა ამოცანაა, რომ ეს საწარმოები იყვნენ ფინანსურად მდგრადები, დამოუკიდებლები და ჩვენი საფინანსო ბაზრების მნიშვნელოვანი მონაწილეები გახდნენ.

ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს სს „სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.

„აზიის განვითარების ბანკთან და მსოფლიო ბანკთან ერთად ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც ეს ორგანიზაცია გაკოტრების რეჟიმიდან გამოვა და შეძლებს დამოუკიდებლად დაფინანსების მოზიდვას. აღნიშნული პროცესი სხვა სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics