|
2020-12-20 20:00:06, 658 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ რთულია, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული
„მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ რთულია, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებებს მხოლოდ იმიტომაც აქვს, აზრი, რომ საზოგადოება, და საერთაშორისო პარტნიორებმა ზუსტი ინფორმაცია მიიღონ. „მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ რასაკვირველია, რთულია იმ მდგომარეობაში მოლაპარაკება, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული და ხისტი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ უკვე დაანონსებული. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებებს მხოლოდ იმიტომაც აქვს აზრი, რომ საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ ვინ, რა პოზიციაზე დგას“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მეოთხე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ამჟამად შემდეგი რაუნდის კონკრეტული თარიღი უცნობია. მასში მონაწილე მხარეები დიალოგის დასაწყებად მზაობას აცხადებენ.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)