|
2020-12-20 12:34:52, 1116 ნახვა
ომი უკრაინაში
ნეთანიაჰუმ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ნეთანიაჰუმ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მიიღო. „ეს არის პატარა დოზა ადამიანისთვის, თუმცა დიდი ნაბიჯი წინ ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ვაქცინა პრემიერ-მინისტრთან ერთად პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმაც გაიკეთა. გამოკითხვების თანახმად, ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 2/3 აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას. ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებში შემავალი მოსახლეობის 20% აიცრება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 372 886 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 345 589 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 074 კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში ინფიცირების 24 223 აქტიური შემთხვევაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)