21:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-19 09:51:33, 639 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - 2020 რთული წელი იყო, მიუხედავად კოვიდ19-ის გამოწვევისა, აშშ-საქართევლოს პარტნიორობა გაღრმავდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

როგორც კელი დეგნანი აცხადებს, 2020 წელი იყო რთული, თუმცა მიუხედავად კოვიდ19-ის გამოწვევისა, აშშ-საქართველოს პარტნიორობა, მთელ რიგ სფეროებში, უფრო გაღრმავდა.

„2020 წელს, კორონავირუსის გამოწვევის მიუხედავად, აშშ-ის საელჩომ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავება ანვაგრძეთ მთელ რიგ სფეროებში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ წარმატებული, და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მყარად დაკავშირებულია ევროატლანტიკური ერების ოჯახს. კერძოდ, აშშ-ის პროფესიონალთა გუნდი საქართველოში ჩვენ მეგობრებთან ერთად მუშაობდა კორონავირუსის საპაასუხო ნაბიჯებსა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯოებესებაზე, ასევე სამართალიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობაზე, სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებაზე, ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის სტიმულირებაზე, რაც შექმნის ქვეყანაში კარ სამუშაო ადგილებს და მეტ ინვესტიციებს მოიტანს, ასევე ჩვენ ვიმუშავეთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერებაზე და პასუხისმგებელი მედიის, განათლების და კულუტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მხარდაჭერაზე.

აღნიშნული პრობლემების მიღმა, აშშ-საქართველოს პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია ჩვენი ხალხი. ჩვენ ერთად ამ და მრავალი სხვა პროგრამის დახმარებით, ქართველები და ამერიკელები, ჩვენი ორი ქვეყნისა და ამ რეგიონებისთვის უკეთეს მომავალს ქმნიან.

2020 იყო რთული წელი, თუმცა მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა, ჩვენ გავაძლიერებთ პარტნიორობას და ერთად, რეალურ პროგრესს მივაღწევთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics