21:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 15:01:15, 665 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ნებით თუ ძალდატანებით, ახალი არჩევნები ჩაინიშნება

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახალი არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად ჩაინიშნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება და მასში ოპოზიცია აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახალი არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად ჩაინიშნება. ნებით ჩაინიშნება თუ ძალდატანებით ჩანიშნავს ბიძინა ივანიშვილი, ეს უკვე მნიშვნელობის მატარებელი აღარ არის. ფაქტია, რომ ახალი არჩევნები იქნება, რადგან არ არსებობს ბუნებაში გამოსავალი გარდა ახალი არჩევნებისა, რომელიც დაძლევს ამ კრიზისს. ჩვენ იმ ფუფუნებას ვერ მივანიჭებთ ვერავის, რომ ვთქვათ თითქოს, ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ამიტომ, მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, ჩვენ იქ ვიქნებით წარმოდგენილი. პარალელურად სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნის გარშემო და ეს არის ახალი არჩევნები. პარლამენტში საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა „ქართულმა ოცნებამ“ თქვას მისი მუქარების რეალიზაციის შემთხვევაში თუკი ვინმე ჩავარდება უმძიმეს მდგომარეობაში, ეს იქნება თავად „ქართული ოცნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics