07:35 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 11:32:04, 593 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთში დამტკიცდა კანონპროექტი, რომელიც ევთანაზიის დეკირმინალიზაციას ითვალისწინებს

198 მომხრე, 138 წინააღმდეგი - ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ევთანაზიის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ევთანაზიის შესახებ უკურნებელი სენით დაავადებული, ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტების სიკვდილის ნებაყოფლობით დაჩქარებას გულისხმობს.

ამავდროულად, ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ხარჯები უნდა დაეფაროს ყველა პაციენტს, ხოლო პაციენტს (ის უნდა იყოს ესპანეთის მოქალაქეობის მქონე ან ბინადრობის ნებართვის მქონე ზრდასრული ადამიანი) უნდა შეეძლოს დაადასტუროს სიკვდილის სურვილი. სულ მცირე, ოთხჯერ განაცხადის მიღების მომენტიდან. ამასთან, მას ნებისმიერ დროს აქვს უფლება გააუქმოს მოთხოვნა ან მოითხოვოს მისი გადადება.

აღნიშნულ კანონპროექტს ესპანელი სოციალისტები უჭერდნენ მხარს, ხოლო კონსერვატორები და მემარჯვენეები პოლიტიკური მზრუნველობის, როგორც ევთანაზიის ალტერნატივას, ისე სთავაზობდნენ.

ახლა უკვე, კანონპროექტს სენატი განიხილავს - პარლამენტის ზედა პალატა. იმ შემთხვევაში, თუ მას მიიღებენ და დაამტკიცებენ, ახალი კანონი მომავალი წლის პირველ ნახევარში ამოქმედდება.

ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოს ახალ ზელანდიაში ევთანაზია ლეგალიზებული გახდა და გადაწყვეტილება რეფერენდუმის საფუძველზე მიიღეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics