20:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-17 22:55:16, 581 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა სასტუმროებს ახალი წლის პერიოდში არსებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორს, განსაკუთრებით სასტუმროებს ახალი წლის პერიოდში არსებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ გაფრთხილება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან ყველა სასტუმროს წერილობითაც დაეგზავნა.

„მოდის ახალი წელი. ბუნებრივია,  ამისთვის ემზადება ჩვენი ტურისტული ინდუსტრიაც - იქ, სადაც შეზღუდვები არ გავრცელდა. მაგრამ ყველას შევახსენებ, ეს განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, ეს არის „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მაისის #322 დადგენილება", რომლის თანახმადაც მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

აქედან გამომდინარე, ნათია თურნავა ყველა იმ სასტუმროს, რომელიც ახალი წლის პერიოდში სტუმრებს მიიღებს, შეახსენებს, რომ მათ მიერ მკაცრად უნდა იქნას დაცული არსებული შეზღუდვები. მინისტრის თქმით, ამ რეგულაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში ვირუსის გავრცელების კუთხით გამოკვეთილი დადებითი ტენდენციის ფონზე.

„ეს გაფრთხილება ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან წერილობითაც დაეგზავნა ყველა სასტუმროს და ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მოეკიდონ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics