21:44 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 12:11:12, 441 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალიტეტი ეკონომიკური სუბიექტებისთვის საშეღავათო პაკეტს შეიმუშავებს

არსებული პანდემიისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტი ეკონომიკური სუბიექტებისთვის საშეღავათო პაკეტს შეიმუშავებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის პირველი ტალღის დროს, დედაქალაქის მერია ბიზნესსექტორს დაეხმარა და მსგავსი გადაწყვეტილებები მეორე ტალღის პირობებშიც იქნება მიღებული.

„ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს, ბიზნესსექტორს მთელი რიგი დახმარებები გავუწიეთ. გარდა იმისა, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააკეთა, მუნიციპალიტეტმაც გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ მეწარმეებს მივეცით გარკვეული შეღავათი, რომელიც ძირითადად, სამი თვით იჯარისგან გათავისუფლება იყო - ზოგ შემთხვევაში, წლის ბოლომდე და მათზე დაკისრებული სანქცია-საურავების გაუქმება, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ მთავრობის მომდევნო სხდომაზე ეკონომიკური სუბიექტებისთვის საშეღავათო პაკეტი წარმოადგინოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, პანდემიის მეორე ტალღა გვაქვს, მთავრობას ისევ მოუწია ეკონომიკურ სექტორზე  რიგი შეზღუდვების გავრცელება. იცით, რომ მთელი რიგი მიმართულებები დახურულია, არ მუშაობს და ეს ბიზნესისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, მთავრობის მომდევნო სხდომაზე წარმოადგინოს საშეღავათო პირობები, რომ ამ მიმართულებას დავეხმაროთ და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა მაქსიმალურად ჰქონდეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics