21:44 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 12:01:37, 297 ნახვა

საზოგადოება
ნინო ცაციაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის მიერ ორგანიზებულ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ონლაინშეხვედრაზე უწყებებმა წარადგინეს კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია. ასევე აღინიშნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (GREVIO) ანგარიშის და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) მეექვსე პერიოდული ანგარიშის წარდგენის მნიშვნელობა საქართველოსთვის.

ნინო ცაციაშვილმა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ აქტივობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს პოლიციისადმი მიმართვიანობის ტენდენციებს, არსებულ გამოწვევებს და გადადგმულ ნაბიჯებს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კამპანიის პერიოდში, სამინისტროს მიერ ფართო აუდიტორიისთვის წარდგენილი იქნა ანგარიშები: ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულების, აგრეთვე, საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური შევიწროების სამართალდარღვევების სტატისტიკისა და ანალიზის თაობაზე.

ნინო ცაციაშვილმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ამ მიზნით ორგანიზებულ და მიმდინარე სწავლებებზე, ასევე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ სხვადასხვა ინტერაქტიურ შეხვედრაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, პოზიტიურად შეფასდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო სიახლე - ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, რომელმაც პოლიციას მიანიჭა უფლებამოსილება, მოძალადის მიმართ, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, გამოიყენოს ელექტრონული სამაჯური. აღნიშნული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიანად იმპლემენტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაინერგა დისტანციური სწავლების კურსი და ონლაინტრენინგები ჩატარდა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პარტნიორ და დონორ ორგანიზაციას, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც სამართალდამცავმა სისტემამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics