01:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 23:39:07, 513 ნახვა

კომენტარი
იაგო ხვიჩია - ჩვენ ფული არ აგვიღია ბიუჯეტიდან, ჩვენ არც ერთ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ

„ჩვენ არც ფული არ აგვიღია ბიუჯეტიდან, ჩვენ, „გირჩი“ არ ვაპირებთ მონაწილეობას არცერთ არჩევნებში“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს ბოიკოტის პირობებზე და მისი დარღვევის მიზეზებზეც.

„ამ წუთას რაც არის მთავარი სასაუბრო და რაზეც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, სულ ორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ერთი ბოიკოტი და მეორე რა არის ის, რის გამოც ბოიკოტი ირღვევა და ყველა შედის "ნაციონალური მოძრაობის" ჩათვლით.

თუ მეორე საკითხზე მარტო ერთი პასუხია - ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებას ამაზე წითელი ხაზი აქვს გავლებული, მაშინ ოპოზიცია, თუ ნორმალური ხალხი ვართ, უნდა ვლაპარაკობდეთ როგორ წარმოგვიდგენია ბოიკოტი. იმიტომ, რომ მე და ლევან იოსელიანს ბოიკოტი წარმოგვიდგენია სხვანაირად.

ჩვენ არც ფული არ აგვიღია ბიუჯეტიდან, ჩვენ, „გირჩი“ არ ვაპირებთ მონაწილეობას არცერთ არჩევნებში, თუ ბოიკოტში ვართ, სანამ მოთხოვნა არ შესრულდება, მათ შორის არც ადგილობრივ არჩევნებში, ხოლო ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ფიქრობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რაც ჩემში იწვევს გაკვირვებას.

ბოიკოტში არ შევდივარ საქართველოს პარლამენტში და მონაწილეობას ვღებულობ მარტვილის რაიონის საკრებულოს არჩევნებში?!“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics