|
2020-12-15 17:04:58, 579 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პანდემიით გამოწვეული გლობალური გამოწვევის მიუხედავად, საქართველო კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით
„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ევროკავშირთან ერთად ჩაატარა საქართველოს საინვესტიციო გარემოს კვლევა, რომლითაც შეისწავლა საქართველოში 22 სხვადასხვა დარგში არსებული ვითარება და გამოაქვეყნა შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ღია ეკონომიკაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ. ჩვენ ვართ მერვე 80 - ზე მეტ ქვეყანას შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებული ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები; მხარდაჭერის მექანიზმები, რომელთაც ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ, არის ძალიან მიმზიდველი და მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, საქართველო კვლავაც ერთერთი მიმზიდველი ქვეყანა რჩება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელი ინვესტორების მიმართ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების" დოკუმენტის მიმართ, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ევროკავშირთან ერთად საქართველოს მთავრობის დაკვეთით მოამზადა.
ნათია თურნავას განცხადებით, საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველოს პირველად მიენიჭა რეიტინგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index და აღნიშნულ კვლევაში საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია, 80-ზე მეტ ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. კვლევა მოიცავს ქვეყანაში არსებული 22 ეკონომიკური სექტორის შესწავლას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებას.
„ეს არ არის პირველი ასეთი შეფასება. მცირე ხნის წინ აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო დასახელებულია როგორც ერთ-ერთი ძალიან ღია და მიმზიდველი ეკონომიკა უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ქმნის ძალიან კარგ წინაპირობას, რომ 2021 წელს ჩვენ გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკა გაჯანსაღდეს," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საქართველო ასევე ერთ-ერთი გამორჩეულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით მშპ-სთან მიმართებაში. „ამ მაჩვენებლით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა - 7,5 პროცენტი მშპ-ში არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ერთერთი საუკეთესო გლობალურად მაჩვენებელია," - განაცხადა ნათია თურნავამ.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)