19:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 11:08:09, 573 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა - გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ

გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების საკითხს.

მანვე აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძემ პარტიაში, რომელსაც ყოველთვის მოჰქონდა თავი პროდავასლურ და პროევროპულ ძალად, ვერ დაინახა დასავლეთისკენ სწრაფვა.

„გრიგოლ ვაშაძემ დიდი ხანია დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ის რომ, არა თუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად ყალიბდებიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად. მისი კომენტარი, რომ ის ვერ ეგუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს და ლანძღვა-გინებას, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს სხვა გზა, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა. მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც თავის ყოველთვის მოჰქონდა პროდასავლურ და პროევროპულ ძალად“, - განაცხადა კახა კუჭავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics