08:42 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 09:35:42, 964 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

აშშ-ს საარჩევნო კოლეგიის წევრებმა ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დემოკრატმა ლიდერმა ნოემბერში ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, ხოლო რესპუბლიკელმა ლიდერმა, დონალდ ტრამპმა 232 ხმა მიიღო.

პრეზიდენტად დამტკიცებისთვის 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან მინიმუმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო.

კოლეგიის მიერ დამოწმებული შედეგები ვაშინგტონში გადაიგზავნება და ოფიციალურად 6 იანვარს გამოცხადდება.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ამის შემდეგ, ჯო ბაიდენი თეთრ სახლს გადაიბარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics