20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 16:52:40, 571 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მიმდინარე წელს ავამოქმედეთ რამდენიმე ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიქმნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს 2020 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ნათია თურნავამ სხვა მრავალ საკითხთან ერთად საზოგადოებას პანდემიის გამო მკაცრი და წერტილოვანი შეზღუდვების მართვის პროცესში სამინისტროს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მინისტრის განცხადებით, ამ მიზნით მთელი რიგი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა.

„ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ, რა თქმა უნდა, სხვა შესაბამის უწყებებთან და საგანგებო შტაბთან ერთად. მათ შორის შეიქმნა ბიზნესვიზიტორების მართვის პლატფრომა, რაც მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ბიზნესვიზიტორების და ინვესტორების უსაფრთხო ჩამოყვანის უზრუნველყოფის საშუალებას გვაძლევდა. 18 000-მდე განაცხადი დამუშავდა ამ პლატფორმის მეშვეობით და ის დღესაც მოქმედებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმის შესახებ, რომელიც ასევე 2020 წლის ივლისიდან მოქმედებს და რომლის მეშვეობითაც დამუშავდა 8 000-მდე სარეგისტრაციო განაცხადი, საიდანაც 6 000-მდე ვიზიტორმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამავე პერიოდში დაიწყო პროექტი „იმუშავე საქართველოდან", შესაბამისი ელექტრონული პლატფორმით. ის უცხოელ მოქალაქეებს  საშუალებას აძლევს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და აქედან გააგრძელონ მუშაობა.  ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 1000-მდე ნებართვა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლაზე. 

„მკაცრი და წერტილოვანი შეზღუდვების მართვის პროცესში, ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ვიმუშავეთ ინსპექტირების ჯგუფების შემადგენლობაში, ვამოწმებდით, თუ როგორ ასრულებს ბიზნესი ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებს, და ამ პროცესში 1500-ზე მეტი ობიექტის შემოწმება მოხდა", - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics