2020-12-14 12:18:00, 1909 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - დადებითობის მაჩვენებელი სიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნებზე მიუთითებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დადებითობის მაჩვენებელი სიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნებზე მიუთითებს.
მისი თქმით, აჭარის რეგიონშიც შემთხვევების მატება შემცირებულია.
„დადებითობის მაჩვენებელი მაინც სტაბილური რჩება და მიუთითებს იმას, რომ გარკვეული ნიშნები სიტუაციის სტაბილიზაციის აღინიშნება.განსაკუთრებით აღვნიშნავ სტაბილიზაციის სურათს აჭარის რეგიონისთვის, სადაც შემთხვევების კლება აღინიშნება. უნდა დავაკვირდეთ ამ ტენდენციას ერთი კვირის განმავლობაში, რომ დასკვნა გამოვიტანოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან