2020-12-13 11:43:51, 1781 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა და 72,126,781-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 50,506,734 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 1,611,959-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 16 549 366 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 9 857 380 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ბრაზილია და რუსეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,