02:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 19:45:04, 646 ნახვა

კომენტარი
კახიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე - კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს და ამუშავდეს

„კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს და ამუშავდეს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახიძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო 30 წელია იბრძვის განვითარებისთვის და ამაში ხელს არასწორად მოფიქრალი ოპოზიცია უშლის.

„კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს და ამუშავდეს, ეს არის მისი თვისება, რესურსი გამოიყენოს.

პრეზიდენტის განცხადება, ალბათ, ასე ვიფიქრე, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენი ქვეყანა 30 წელიწადია იბრძვის, იღწვის, მიდის დემოკრატიის გზაზე, მიდის ევროკავშირის გზაზე.

გარკვეულწილად, ზოგჯერ არის წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არასწორად მოფიქრალი ოპოზიციის მხრიდან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულად კუნთის გადაძალვა”,  - განაცხადა ლადო კახაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყოველივე უკვე "დამღლელია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics