18:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 14:46:55, 664 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ბურჯანაძე, უგულავა და ბოკერი ამბობენ მანდატები დავხიოთო, რა უბედურებაა?

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სირცხვილია, როდესაც ოპოზიცია ერთი ხელით მანდატებს ხევს და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდის.

როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შეთანხმებას ყველა პარტიამ ხელი უნდა მოაწეროს და პარ;ლამენტშ შევიდეს.

„პიონერთა სასახლეში ძალიან უხერხული რამ ხდება. შეიკრიბნენ და ამბობენ, მანდატები უნდა დავხიოთო. ძალიან სასაცილოა, რომ ბურჯანაძე, ბოკერია, უგულავა, რომლებსაც მანდატები არ აქვთ, მივიდნენ და მანდატები დავხიოთო ამბობენ, ჯერ ეს რა უბედურებაა? თან ამბობენ, რომ მანდატებს ვხევთო და თან ამბობენ, რომ მოლაპარაკებებზე უნდა წამოვიდეთო. მოლაპარაკებაზე რაზეა საუბარი იცით? თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხელი უნდა მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, იმ შეთანხმებას თუ ხელს მოვაწერთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ ყველანი, ისინიც, ვინც დღეს მანდატებს ხევენ და უხერხული არ არის? სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო? მე არც პიონერთა სასახლის ეზოში ვზივარ და არც პარლამენტში ვარ. რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არ შევიდოდი, მე არ მითქვამს პარლამენტში შესვლა მინდა და არიქა გავრბივართქო, მე ვთქვი, რომ არის რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics