18:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 13:04:37, 563 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში, არ იქნება ბოიკოტი, იქნება ჩვეულებრივი შატალო

ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში, არ იქნება ბოიკოტი, იქნება ჩვეულებრივი შატალო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში კრისტალიზაციის პროცესი, რომელსაც თავისი იუდა სჭირდება.

„რესპუბლიკური პარტია“ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, მე მათ ვერაფერში დავეხმარები. ბოიკოტის ტესტი არ არის დღეს, ვინ მივა და ვინ არ მივა იმ გაყალბებულ პარლამენტში, ტესტი არის იურიდიულად დარჩები თუ არა ამ სიბილწეში, რასაც ივანიშვილი პარლამენტს არქმევს. შესაბამისად, ის, ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო. მე ამას ოპოზიციაში დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი, ეს არის კრისტალიზაციის პროცესი და გეტყვით, რომ ყველა პროცესს სჭირდება თავისი იუდა და ვინც ამ მძიმე ხვედრს და როლს, ძალიან უმადურს ისტორიულად თავის თავზე აიღებს, ეს მისი ჯვარია და თვითონ ატაროს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics