18:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 12:57:48, 415 ნახვა

პოლიტიკა
პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, სოფლის განვითარების უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს ტყის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა ონლაინ გაიმართა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კარნერმა.

პროექტს „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით CENN ახორციელებს.

ონლაინ შეხვედრაზე, ტყის არამერქნული პროდუქტების სარგებლობის ოთხწლიანი სტრატეგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიორმავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა წარადგინა. ტურისტულ-რეკრე აციული სატყეო ტერიტორიების შესახებ  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა ისაუბრა.

შეხვედრაზე, სოფლის განვითარების არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების კონკრეტული ინიციატივები, დარგთაშორისი და უწყებათშორისი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიამ,  ერთიან სისტემაში მოიყვანა ძირითადი სექტორები ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის – სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის წარმოება, არასასოფლო–სამეურნეო მიმართულებები, ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვა და ტურიზმი.

ამასთანავე, საქართველომ დაამტკიცა სატყეო კოდექსი, რომელიც 2021 წლიდან გარკვეულ სისტემურ ცვლილებებს დაამკვიდრებს. კოდექსს შემოაქვს სიახლეები სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების გენერირების ხელშეწყობისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics