12:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 16:25:55, 490 ნახვა

პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ 2016 წელს პოლიტიკურ გეგმებს კვლავ „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირებს

პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტია“ თავის პოლიტიკურ გეგმებს კვლავ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირებს.

ამის შესახებ უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

“რესპუბლიკური პარტია” კოალიცია “ქართული ოცნების წევრია და გვყავს ის პარტნიორები, რომელიც გვყავს კოალიციაში. რაიმე წინაპირობა იმისთვის, რომ მე რაიმე სხვა განვაცხადო და ვთქვა, რომ მომავალ არჩევნებზე რაიმე სხვაგვარად იქნება, დღევანდელი მდგომარეობით, არ მაქვს. ამასობაში, კოალიცია ეს არის პარტიათა თანხმობის შედეგი. პარტიათა თანხმობა და შეთანხმება საჭირო იქნება მომავალი არჩევნების წინაც – როგორც შინაარსზე, კოალიციის მიზნებზე, პრიორიტეტებსა და ამოცანებზე, ისე სხვა დეტალებზე, რომელიც კოალიციის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. როცა ოთხი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით კოალიციას შევუერთდით, მაშინ ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანები გვქონდა. ამოცანების დიდი ნაწილი შესრულდა, ზოგი შესრულების პროცესშია, რაღაცეები ალბათ ბოლომდე ვერ შესრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის მომავალი ოთხი წლის პრიორიტეტების განსაზღვრისას კოალიცია ამ ყველაფერზე უნდა შეჯერდეს. დღევანდელი მდგომარეობით, რაიმე წინაპირობას იმისას, რომ “რესპუბლიკური პარტია” სხვა რამეს გადაწყვეტს, ვერ ვხედავ. ვერც იმის წინაპირობას ვხედავ, რომ ჩვენმა კოლეგებმა მიიღონ სხვა გადაწყვეტილება “რესპუბლიკურ პარტიასთან“, თუ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მოგვიანებით გაფორმდება, როცა ვიმსჯელებთ, თუ რას ვაპირებთ მომავალში ერთად”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics