12:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 15:39:27, 345 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: მთავრობის პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში არის სწორი

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში არის სწორი და ის არ არის საფრთხის შემცველი. ამის შესახებ უსუფაშვილმა პარლამენტში მედიის წარმომადგენლებთან შეხვდრისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მთავრობის პოლიტიკა აგრძელებს იმ სტრატეგიულ გეზს, რაც ქვეყანამ დიდი ხნის წინ აირჩია. ამასთან, უსუფაშვილის თქმით, ეს არის ნაკლები დამოკიდებულება რუსულ წყაროებზე.

„საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში არის სწორი და ის არ არის საფრთხის შემცველი. ეს პოლიტიკა აგრძელებს იმ სტრატეგიულ გეზს, რაც ქვეყანამ დიდი ხნის წინ აირჩია, ყოველ შემთხვევაში ბოლო 7, 8, 9, 10 წლის განმავლობაში და ეს არის რაც შეიძლება ნაკლები ენერგოდამოკიდებულება რუსულ წყაროებზე. ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ ამ პროცესის გაგრძელებად მიგვაჩნია ერთის მხრივ როგორც ახალი ჰესების მშენებლობის პროექტები, მეორე მხრივ ჩვენს ტრადიციულ და ნაცად ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორებთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა - აზერბაიჯანთან, თურქეთთან. ჩვენი მცდელობები, რომ გაიხსნას ახალი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით. მაგალითად თურქმენეთის მონაწილეობა იმ პროექტებში, რომლებიც საქათველოს ტერიტორიაზე ხორციელდება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, რაც ვითარდება ირანის მიმართულებით, ირანის სურვილი, რომ ევროპულ ბაზარზე რაც შეიძლება მეტი და იაფია ენერგია გაიტანოს და ამ თვალსაზრისით საქართველოს სერიოზული პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს. ყველა ამ მიმართულებით არის ჩვენი სტრატეგია და პოლიტიკა და ეს არის სწორი, ეს არის უხიფათო. ჩვენი დივერსიფიკაცია ამ სფეროში იქნება კარგი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში სწორ და გარდაუვალ ურთიერთობებზე ისაუბრა.

აქვე, მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია იმით, რომ ენგუჰესი უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს.

„რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი ურთიერთობა, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, ეს არის აუცილებელი მინიმუმის დონეზე და მე ვერ ვხედავ ვერც რაიმე წინაპირობას, ვერც გეგმას, რომ ეს შეიცვლება. რაც შეეხება აუცილებელ, მინიმუმის დონეზე ურთიერთობას, აქ ორი სიტყვაა - მინიმუმი, ანუ რაც შეიძლება ცოტა და მეორე - აუცილებელი, ანუ ის რაც გარდაუვალია. გარდაუვალია იმიტომ, რომ დღევანდელ მსოფლიოში, გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებს ვერ მიყვება ყველა საზღვარი, მათ შორის ენერგეტიკული სისტემების ურთიერთობა, ეს იქნება ელექტროენერგეტიკული სისტემა, თუ სხვა სისტემები. მეტსაც გეტყვით, ნუ დაგვავიწყდება ენგურჰესი და ნუ დაგვავიწყდება ის ვითარება, რაც დე-ფაქტო არსებობს ამ უმნიშვნელოვანესი ობიექტის გარშემო, პოლიტიკური, სამხედრო და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ენგურჰესი ფუნქციონირებდეს უსაფრთხოდ და ამ უსაფრთხოების და მისი სწორი ფუნქციონირების ნაწილში ურთიერთობა გვიწევს არა მხოლოდ რუსეთთან, რომელიც რეალურად აკონტროლებს იქ ძალიან ბევრს რამეს, არამედ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. ასე რომ მე მგონია, აუცილებელი მინიმუმის დონეზე ენერგეტიკის სფეროშიც გარდაუვალია და სწორი ურთიერთობები რუსეთთან“,-აღნიშნა დავის უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics