2015-09-28 15:32:36, 537 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: კოალიციაში საარჩევნო სიებზე მუშაობა არ მიმდინარეობს
პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ საარჩევნო სიებსა და კანდიდატურებზე მუშაობა არ მიმდინარეობს.
როგორც უსუფაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ამისთვის ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა, ეს დროც მოდის.
„ამასობაში, საარჩევნო ციებ-ცხელება რომ დაწყებულია ქვეყანაში, ამაზე მიუთითებს ძალიან ბევრი რამ. ბევრი ემზადება ამისათვის, კოალიციაც ემზადება. ინდივიდუალურადაც მიმდინარეობს ალბათ ამ თემის გააზრება, ვის ვინ ვისთან, როგორ წარმოუდგენია, მაგრამ კოალიციაში ჯერ საუბარი სიებსა და კანდიდატურებზე არ მიმდინარეობს“,-აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან