09:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 15:04:30, 755 ნახვა

საზოგადოება
ახალი სასწავლო პროგრამის „გარემოსდაცვითი მმართველი“ პრეზენტაცია გაიმართა

“გარემოსდაცვითი მმართველი” - ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კადრების მომზადებას ითვალისწინებს.

პროგრამის პრეზენტაცია დღეს “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა, სადაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ 100-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს ახალი სასწავლო მოდული გააცნო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული “ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული მოთხოვნები კომპანიებს ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კადრის - გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრას ავალდებულებს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში აქამდე მსგავსი კადრი და შესაბამისად, ამ მიმართულების კადრის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა არ არსებობდა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამა.

გარემოსდაცვითი მმართველის ძირითადი მოვალეობები კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განხორციელება და ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება იქნება.

სასწავლო პროგრამის მიზანია კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებითვის შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სხვადასხვა უნივერსიტეტის ხუთი წარჩინებული სტუდენტი უფასოდ გადამზადდება, ამით ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გახდნენ სერთიფიცირებული გარემოსდაცვითი მმართველები და თებერვლიდან დასაქმდნენ კომპანიებში გარემოსდაცვითი მიმართულებით.

მსურველთა რეგისტრაცია 29 სექტემბრიდან დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics